საქართველოს ნაკრები 2018 წლის რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალ გრძელ და რთულ გზას იწყებს. რთული რომ იქნება, ეგ ცხადზე უცხადესია, აი რამდენად ხანგრძლივი გამოდგება ჩვენთვის, ეს არის საკითხავი. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვისაც ბოლო თამაშებს პრინციპული მნიშვნელობა ექნება და ტრადიციულად მომდევნო ციკლისთვის სამზადისად არ გამოვიყენებთ.
საქართველოს ოფიციალური განაცხადი ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ მარცვალაძემ ტრავმა მიიღო და გუნდს პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე, ზესტაფონის მოედანზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე კი, “დინამო არენას” საკონფერენციო დარბაზში ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია შედგა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ეროვნული გუნდის წევრმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში საიტზე tkt.ge და დინამოს სალაროებში შეუძლიათ.
საქართველო-ავსტრიის მატჩი “დინამო არენაზე”, დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
https://www.youtube.com/watch?v=7tJCy5e-F8U