LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო რუსი ტურისტებისთვის, თურქეთის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა“ – ალექსეი ვოლკოვი

143
Georgia-Tourist

საქართველო რუსი ტურისტებისთვის, თურქეთის შემდეგ, დასასვენებლად და შაბათ-კვირის გასატარებლად, მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის (OSIG) პრეზიდენტზე, ალექსეი ვოლკოვზე დაყრდნობით აქვეყნებს.

როგორც ვოლკოვი ამბობს, საქართველოში რუს ტურისტებს სამზარეულო, მთები და ზღვის სანაპირო იზიდავს, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი თქმით, საქართველო მაინც ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს, ვინაიდან თურქეთში სხვა დონე და ხარისხია.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა. საქართველომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. პირველი რეისი 19 მაისს შედგა. ქართული Georgian Airways გახდა მეორე ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.

 

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საჯარო რეესტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g