საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულშია. მსოფლიოს ყველაზე დიდმა მონაცემთა ბაზამ და ავტორიტეტულმა პორტალმა Numbeo-მ 2019 წლის პირველი ნახევარი, ანუ 6 თვე შეაჯამა და ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
Numbeo-ს სტატისტიკით, საქართველო 128-ე ადგილზე იმყოფება ცხოვრების სიიაფით. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სულ 136 ქვეყანაა ნახსენები. შესაბამისად, სიის ბოლოში ყველაზე იაფიანი ქვეყნები არიან – საქართველო ათეულში მოხვდა. საქართველოზე იაფი ცხოვრება: კოსოვოში, ვენესუელაში, უზბეკეთში, ტუნისში, სირიაში, ინდოეთში, ავღანეთსა და პაკისტანში ღირს. სწორედ პაკისტანი სახელდება საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნად.
რაც შეეხება ძვირადღირებულ ქვეყნებს, აქ უპირობო ლიდერი: კაიმანის კუნძულებია, მეორე ადგილზე- ბერმუდა გავიდა, მესამეზე კი შევიცარია იმყოფება.