LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭო დაფუძნდა

163
საბჭო

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საუდის არაბეთის მხრიდან კომპანია AL Rahji International Investment Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმედ ალი ალ-დახიმ მოაწერეს.

აღნიშნული საბჭოს ამოცანა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება იქნება. საბჭოს წევრებად წამყვანი ბიზნეს კომპანიები და ორგანიზაციები შეირჩნენ.

magti 5g