LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოდაც აღიარონ – რას წერს BBC ჩვენზე

436
p07yf1rk

ღვინის სამშობლოს შემდეგ, საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოდაც აღიარონ. ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC აღნიშნულ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც საქართველოში ყველის წარმოებაზე, მისი შენახვის წესებზე წერს და აღნიშნავს, რომ ამ გემრიელი პროდუქტის წარმოება, დიდი ალბათობით, სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება.

სტატია დღევანდელი თარიღით, ანუ 9 იანვრით არის გამოქვეყნებული და მისი ავტორი ტეილორ ვეიდმენია. ბრიტანელმა ჟურნალისტმა საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ჩაწერა და საკუთარ მკითხველს, სწორედ მიქაძის მოყოლილი ამბები გააცნო.

როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე BBC-ის უყვება, მცხეთის ადგილობრივ მუზეუმს გააჩნია არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ათასობით წლის წინ ქართველები იყვნენ პირველები, რომლებმაც ყველი დაამზადეს.

BBC საქართველოში ყველის წარმოების უძველეს მეთოდებსაც გაეცნო და ყველის საწარმოში ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად იმოგზაურა.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საბჭოთა კავშირის პერიოდზეც. BBC წერს, რომ 1921-1991 წლებში, საბჭოთა ერების დასახმარებლად მთავრობამ ყველის დიდი რაოდენობით წარმოება დაგეგმა. იმ პერიოდში საჭირო იყო სწრაფი წარმოება, შესაბამისად, ძირითადად, ოთხი სახის ყველი იწარმოებოდა: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის. სწორედ ამ პერიოდში გაქრა ყველის უძველესი და უიშვიათესი სახეობები, რომლებსაც საბჭოთა საქართველოში აღარავინ აწარმოებდა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ კი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხანგრძლივი კვლევა ჩააატარა და 60-ზე მეტი სახეობის ტრადიციული, ქართველი ყველი აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g