LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში ახალი დიზაინის მქონე მონეტები ჩაეშვება

127
1

BBC-ის ცნობით, წლის ბოლოს დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში ახალი დიზაინის მქონე მონეტები ჩაეშვება. დიზაინის ცვლილება სამეფო ტახტზე ჩარლზ III-ის ასვლამ განაპირობა.

გარდა იმისა, რომ მონეტების ერთ მხარეს მეფის პორტრეტი განთავსდება, მეორე მხარის გამოსახულებით ქვეყნის ამჟამინდელი მმართველის ფლორისა და ფაუნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოიხატება, რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრები კი წინანდელზე შედარებით დიდი ზომის იქნება. როგორც ბრიტანული მონეტების ოფიციალურ მწარმოებელ კომპანიაში The Royal Mint აცხადებენ, ამ ჟესტით ბავშვებში ბუნებისა და ანგარიშის სწავლების მიმართ ინტერესის გაღვივება სურთ.

ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელი რებეკა მორგანი იმედოვნებს, რომ ახალი დიზაინის მონეტები ხურდა ფულის გამოყენების ინტენსივობას გაზრდის. ბოლო წლებში ბრიტანელი მომხმარებელი უპირატესობას როგორც ქაღალდის კუპიურით ან ბარათით, ისე ელექტრონული საფულით გადახდასს ანიჭებს.

ბიბისი, რომელსაც ახალი დიზაინის მონეტების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა, იტყობინება, რომ მონეტების (1p, 2p, 5p, 10p, 20p, 50p, £1, £2) ზომა და ფორმა უცვლელი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები