LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სომხეთში სამედიცინო პერსონალს გააგზავნის

96
გიორგი-გახარიას-და-ნიკოლ-ფაშინიანის-ბრიფინგი

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ეპიდსიტუაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსი არის გლობალური პანდემია და მას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება. პრემიერი მეზობელი ქვეყნის თანადგომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სომეხ კოლეგასთან მას ყოველდღიური კონტაქტი აქვს. გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე თუ რა სახით დავეხმარებით მეზობელ ქვეყანას.

„გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. პირადად ყოველდღიურ კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g