საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა „EMITT 2016“-ში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სტენდზე ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის ტურიზმისა დაკურორტების დეპარტამენტი, ახალციხის მერია და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები – ტურისტული სააგენტოებიLiberty Georgia და GeoNet Expo.
გამოფენას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი Mahir Ünal-ი დაესწრო. საქართველოს სტენდი მოინახულესქალაქ სტამბულის ვიცე-გუბერნატორმა Ismail Gultekin-მა, საქართველოს კონსულმა ირაკლი ასასაშვილმა და ასევე ვიცეკონსულმა ვალერიან ბოდაველმა.
აღსანიშნავია, რომ “EMITT 2016”-ზე საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით -„ყველაზე ორგანიზებული სტენდი“, დაჯილდოვდა.
გამოფენა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი ორი დღე გახსნილი იყო საქმიანი ვიზიტორებისათვის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები სასტუმროების წარმომადგენლებთან, ტურისტული სერვისის მომწოდებლებთან, ტურ-ოპერატორებთან და ასევე სხვადასხვა გამოფენების ორგანიზატორებთან.
შემდგომი 2 დღე გამოფენა გაიხსნა ფართო საზოგადოებისთვის, სადაც საქართველოს დელეგაციამ ქვეყნით დაინტერესებულ სტუმრებს, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.
გამოფენის მსვლელობისას გაიმართა ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია.
როგორც “ფორტუნას” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, თურქმა ტურისტებმა ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს.
“მათი სურვილია საქართველოს საზღვაო ქალაქების გარდა, თბილისსა და მაღალმთიან რეგიონებშიც იმოგზაურონ. გამოიკვეთა, რომ დიდია ინტერესი ქართული ღვინის მიმართაც, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობითსარგებლობს,”- ნაგაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
სტამბულის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “EMITT 2016” მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტულიგამოფენაა, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა. გამოფენაშიმსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
EMITT-ში მონაწილეობა სამომავლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობისამაღლებას და საქართველოში თურქეთიდან უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.
