საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, მაგრამ წინააღმდეგობა წააწყდნენ. პოლიციელებმა თავად გახსნეს ჩანთა, სადაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა.
თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.
როგორც „ფორტუნას „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი 5 ოქტომბერს დაფიქსირდა.
“მომხდარზე შესაბამისმა უწყებებმა უკვე მოახდინეს რეაგირება,“ – განაცხადეს საგარეო უწყების პრესსსამსახურში.