LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უფრო მწვანე ხდება – Euronews ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებაზე წერს

370
66251193_1052396704956812_331510950572064768_n

2020 წლისთვის საქართველოში პირველი ელექტრომობილის გაყიდვა იგეგმება. “საქართველო უფრო მწვანე ხდება – ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებას იწყებენ”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე წერს.

როგორც Euronews იუწყება, გადაცემა „ფოკუსის“ ფარგლებში, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ქუთაისს სტუმრობდა. ეს უკანასკნელი საქართველოს მეორე ყველაზე დიდ ქალაქს – საქართველოს ინდუსტრიულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს.

„სულ მალე, ქვეყნის ისტორიაში პირველად (ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში), ქუთაისში მუშაობას დაიწყებს ელექტრომობილების ქარხანა“, – წერს Euronews. გარდა ამისა, ცნობილი მედიასაშუალება ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქუთაისში ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება მზის პანელების ქარხნის მშენებლობაც.

შეგახსენებთ, ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup ქუთაისში, 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.  პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.  Made in Georgia- სწორედ ამ წარწერით ბრენდირებული ელექტრომობილები ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, წარმოებაში კი საბოლოოდ 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

ასევე წაიკითხეთ: ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობა იწყება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g