LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. რომელ ქვეყანას აქვს უფრო მეტი შანსი, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს – კახა გოგოლაშვილი

183
კახა გოგოლაშვილი

ევროპის დღესთან და ბოლო პერიოდში ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „რონდელის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროპაში მოხდა პოლიტიკის გადაფასება მთელი აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის მიმართ.

კახა გოგოლაშვილმა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის შანსებზეც ისაუბრა, თუ რამდენად აქვთ აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში არ დასრულებულა და ამ მიმართულებით ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა ახალ გაფართოებაზე ფიქრი, თუმცა გოგოლაშვილი იმასაც განმარტავს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ყველაზე მეტი შანსი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად უკრაინას აქვს, რადგან ქვეყანა ომში იმყოფება და მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა. ევროპაში მოხდა პოლიტიკის გადაფასება მთელი აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის რუსეთის მიმართ. ევროატლანტიკური კავშირი გაძლიერდა ბევრად ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლიდან შეერთებულ შტატებში ეს პროცესი უკვე დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ევროკავშირის გაფართოებაზე, მაგ.საფრანგეთი ან გერმანია, გახდნენ უფრო მეტად ჩართულები სწორედ თანამშრომლობაში აღმოსავლეთ ევროპასთან. ამ შემთხვევაში უკრაინასთან. ასევე მათ გაუჩნდათ ამბიცია უფრო მეტად გაფართოვდეს ევროპა და ამის დამადასტურებელია ის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გადაცემული აპლიკაცია ევროკავშირმა მიიღო, არ მოხდა მისი უარყოფა და გამოგვიგზავნა კითხვარი, რომლის ნაწილზე პასუხები უკვე გაგზავნილია და უახლოეს დღეებში მეორე ნაწილის გადაგზავნაც მოხდება.

შანსი არსებობს იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული. ჯერჯერობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არ არის სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, „შეიძლება თუ არა ამ ეტაპზე ამ სამ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭოს“. ამ შემთხვევაში შეიძლება მეტი შანსები ჰქონდეს უკრაინას, რადგან უკრაინას ეს ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ქვეყანა ომშია. 

სამი ქვეყნიდან არცერთ ქვეყანას არ აქვს გარანტირებული, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს მიიღებს, რადგან არსებობს სკეპტიკური ქვეყნები ამ მიმართულებით.

ვიცით, რომ ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთში ჯერ არ დასრულებულა. მაგ. ბოსნია ჰერცეგოვინა, რომელიც 7 წელია ელოდება პასუხს. არ აქვთ ჯერ მიღებული პასუხი და არც კანდიდატი წევრის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები: სერბეთთან, მონტენეგროსთან, მაკედონიასთან.

ჯერ არ დასრულებულა გაფართოება დასავლეთ ბალკანეთში და ამ მიმართულებით ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა ახალ გაფართოებაზე ფიქრი. თუმცა, რა თქმა უნდა მომენტი, რომელიც ეხლა არის ვგულისხმობ, რუსეთთან ომს და იმას რომ ამ სამ ქვეყანას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ მეტი მხარდაჭერის დემონსტრირება, შანსები არსებობს“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

პოპულარულები