„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იქცეს ტურისტულ მექად, ყველა პირობა გვაქვს ამისთვის”, – ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ bmg-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შეთხვევაში, უახლოეს წლებში, 50 მლნ-მდე ტურისტის მიღების პოტენციალი აქვს.
„ბუნება და ეკოლოგიური პირობები, გვაქვს ზღვა, მთა, 7 სთ-ში შეგვიძლია გავიაროთ ყველა კლიმატური ზონა, არის გასტრონომიის უნიკალური ტრადიცია, ბუნებრივად ვართ სტუმართმოყვარე. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ თუ წლიურად ვიღებთ 10 მლნ-მდე ტურისტს, გვაქვს შესაძლებლობა 20-30 და 50 მლნ-იც მივიღოთ“, – აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ უბრალოდ, ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„ამიტომ, მაქსიმალურად მეტი სასტუმრო ნომერი და ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ ქვეყანაში“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძემ bmg-სთან საუბრისას.