LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ვარსკვლავია რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით – ევროპარლამენტარი კლერ მუდი

კლერ-მუდი

საქართველო ვარსკვლავია რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით. საქართველოს მომავალი ევროპულია – განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა კლერ მუდიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში მდგრად რეფორმებსა და პროგრესს. ჩვენ ასევე მივესალმებით პარტიებისა და მოსახლეობის მიერ ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ როგორ უზრუნველყოფს ასოცირების ხელშეკრულება სარგებელს ქართველი ხალხისთვის. ეს ანგარიში ასევე ასახავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამ საკითხთან მიმართებაში ყოველთვის მკაფიო უნდა ვიყოთ. საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში. საქართველო ვარსკვლავია რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით. საქართველოს მომავალი ევროპულია,“ – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g