LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო წმინდაა და მას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ! ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდეთ და სკოლაში გვასწავლიდნენ, რას ნიშნავს სიკვდილი როცა სამშობლოს იცავ“ – გიორგი ქოჩორაშვილი

126
გიორგი ქოჩორაშვილი

„ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდეთ და სკოლაში გვასწავლიდნენ, რას ნიშნავს სიკვდილი როცა სამშობლოს იცავ, სიკვდილი რელიგიის შენარჩუნებისთვის, ენისთვის და მიწისთვის“, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა Lavozdegalicia-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ შემართების გადატანას სწორედ საფეხბურთო მოედანზე ცდილობენ.

„ქართველებს მოგვწონს ოცნება დიდ რამეზე. ჩვენთვის საქართველო წმინდაა და მას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ, რადგან ამას გულით ვატარებთ. პატარა ქვეყანა ვართ, რომელმაც ომები გადაიტანა, მაგრამ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს. ბევრი რამ შემოვინახეთ, ვიბრძვით და ძალიან ამაყები ვართ. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვიყვარს: ვფიქრობთ მშობლებსა და ბავშვებზე და ერთ ოჯახად ვერთიანდებით.
ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდეთ და სკოლაში გვასწავლიდნენ თუ რას ნიშნავს სიკვდილი როცა სამშობლოს იცავ, სიკვდილი რელიგიის შენარჩუნებისთვის, ენისთვის და მიწისთვის. ეს სიძლიერის, ბრძოლისა და შემართების ის გრძნობაა, რომლის გადატანას საფეხბურთო მინდორზე ვცდილობთ.” – აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი.

თარგმანი ეკუთვნის „Crystalsport/დიმა შარიქაძე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები