LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია“ – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

127
Untitled design

„საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება:

„საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 2.2%-ით მეტია.

გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:

• ღვინის ექსპორტის ღირებულება – 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);
• სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);
• მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება – 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);
• უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);
• მოცვის ექსპორტის ღირებულება – 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანი ზრდა);
• ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება – 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა);
• ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება – 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა);
• თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება – 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა);
• ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება – 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);
• დაფნის ექსპორტის ღირებულება – 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა);
• ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება – 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა);

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ.

2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში“, – წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g