საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა აშშ-ში უდიდეს საინვესტიციო სამიტზე SelectUSA იმყოფებოდა, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა.
რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში ბიზნესიდეების წარსადგენად შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.
„ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.