LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

140
12

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 32 497 ათასი დოლარის ღირებულების 11 526 ტონა ცხვარი გავიდა. ეს მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით ნაწილში 94%-იან, მოცულობის მხრივ კი 99%-იან ზრდას აჩვენებს. ცხვრის ექსპორტის 2023 წლის მონაცემები ბოლო წლების სტატისტიკასთან შედარებითაც რეკორდულია.

საქართველოსთვის ცხვრის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. აქ საქართველოდან 14 001 ათასი დოლარის ღირებულების 6 250 ტონა ცხვარი გაიყიდა.

2023 წლის ცხრა თვეში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი ასევე განხორციელდა საუდის არაბეთში, ერაყში, ქუვეითში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანსა და ლიბანში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები