LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 144%-ით გაიზარდა

127
მანდ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 144%-ით, ღირებულება კი 183%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.