გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 12.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული თხილის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით, ხოლო ღირებულება – 37%-ით გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 1 კგ-ზე 6.01 დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და სხვა. ექსპორტი ასევე განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.