24 ივლისისთვის საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჯამში უცხოეთის ბაზრებზე 5800 ტონა ატამი იყო გატანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.
ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.