ისრაელის მედიის ცნობით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრულებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის “დელტა პლუს” შტამი გამოუვლინდა, ხოლო, მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, „დელტა“ შტამი არის თუ არა „დელტა“ შტამზე უფრო გადამდები.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტის შემდეგ პირველად ისრაელში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 პროცენტს ასცდა.