LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

1200px-Citrus_unshiu_20101127_c

ბოლო, ანუ 3 იანვრის მონაცემით, საქართველოში ნარინჯისფერი რთველის ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაფიქსირდა მანდარინის ექსპორტის 25%-იანი ზრდა (20,614 ტონა).

►ციტრუსის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ლატვია, აზერბაიჯანი.

►მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდე მერყეობს.

►25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

►აჭარაში ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი და „ნარინჯისფერ რთველთან“ დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1501.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები