LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტ მოქალაქეს სურს

55
Woman freelancer Sitting In Harvested Field and working in laptop

პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა – ამის შესახებ პრემიერ მინისტრი აცხადებს.

გიორგი გახარიამ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს.

„იმუშავე საქართველოდან“ ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში – იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით“, – განმარტა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g