LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს

32

საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.

იზორიამ ქართულ ენოვან, ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტულ ვებ გვერდებზეც გააკეთა კომენტარი და დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა შესაძლოა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პიროვნებების დევნაც დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g