LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო რუსეთში გადის

132

2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში – 138% (4 307 825 ბოთლი),  უკრაინა – 64% (4  212 110), ბელარუსი – 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი – 47% (74 188), პოლონეთი – 44% (1 819 542), რუსეთი –  40% (20 531 892), ესტონეთი – 33% (516 048), ყირგიზეთი – 17% (202 666), იაპონია – 12% (141 774), აშშ – 12% (234 616),  გერმანია – 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი  (3  019 147) და პოლონეთი (1 819 542).

ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით    15%-ით მეტია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 28,2% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g