საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა.
ვაქცინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს.
“ასტრაზენეკას” ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Novovax-ის, Moderna-სა და Johnson&Johnsons-ის ვაქცინების შემოტანაზეც.