LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა – ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე Red Wings იფრენს

139
red wings

მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

„Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, – აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.

Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვის რეისებზე ბილეთის ფასი 897 ლარიდან იწყება

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირება დაიწყოს

mazda magti 5g