LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

380
azimut

ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე ბილეთებს ყიდის. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან – 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისიდან იფრენს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე გუშინ, 15 მაისს გაიცა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.

როგორც სააგენტო განმარტავს, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

 

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს