LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

527
ავიაკომპანია „აზიმუტი“

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით,. რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო.

გამოცემის ცნობით, „აზიმუტის“ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა:

„შემოწმებული და გაცემული გაქვთ ნებართვა კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად ასახელებს?“

მიმართვიდან დაახლოებით, ორი საათის შემდეგ მშვენიერაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „აზიმუტმა“ საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

გამოცემა წერს, რომ „აზიმუტმა“ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან – 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g