LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს

194
fot (1)

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სააგენტო განმარტავს, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g