LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ იანვარ-მარტში 38%-ით მეტი ივაჭრა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში

87
5f8556810832c

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 866.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (43.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 695.0 მლნ. აშშ დოლარი (35.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1 523.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აპრილს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g