LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ LGBTI პირების უფლებების დაცვს ინდექსში 25,87% მიიღო

89

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ILGA-Europe LGBTI პირების უფლებების დაცვის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევაში, სახელწოდებით Rainbow Europe, საქართველოს 100%-დან 25,87% აქვს მინიჭებული.

სულ შეფასებულია ევროპის 49 ქვეყანა. LGBTI პირებს უფლებების დაცვის მხრივ რეგიონში ლიდერია მალტა, რომელმაც გასულ წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო. მას მოსდევს ბელგია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი.

კვლევის მიხედვით, სექსუალური უმცირესობების უფლებები ყველაზე დაუცველია აზერბაიჯანში. ბოლო ხუთეულში მოხვდნენ სომხეთი თურქეთი, მონაკო, რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო Rainbow Europe-ის ინდექსის მაჩვენებლით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, პოლონეთს, ლატვიას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g