LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 38% დაიბრუნა

67
217160189-4006981636065933-2718233998322237801-n

საქართველოს აეროპორტებმა, პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის მხოლოდ 38.17% დაიბრუნა.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 მლნ 391 ათას 827 მგზავრს მოემსახურა, რაც 85.05%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, თუმცა 61.83%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან მიმართებაში. 2020 წლის 8 თვეში, ქვეყნის აეროპორტები სულ 752 ათას 138 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 3 მლნ 646 ათას 210 მგზავრს მოემსახურა.

შეგახსენებთ, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. შექმნილი ეპიდ ვითარების ფონზე, საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g