LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2.4 მლრდ დახარჯა

122
D2942DE2-FAE0-4D13-B2D1-AD90A7785823_w1023_r1_s

გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2,4 მლრდ ლარი დახარჯასახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც, საგარეო ვალის დაფარვაზე გასულ წელს 984 მლნ ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალზე კი – 1,496 მლნ ლარი.

შეჯამებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის დასაფარად ყველაზე დიდი ხარჯის გაღება საქართველოს უახლოეს წლებში – 2021 წელს მოუწევს, რადგან უნდა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები. კერძოდ, 2021 წელს საქართველო სახელმწიფო ვალის გასასტუმრებლად 2,6 მლრდ ლარს გადაიხდის.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებულ ვალსა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ კერძო სექტორის ვალს, ჯამში 19,8 მლრდ ლარს შეადგენს და მისი 78% საგარეო ვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g