თუ ”შაჰდენიზის” მეორე ფაზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველოს ”გაზპრომისგან” გაზის ყიდვა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ”შაჰდენიზის” მეორე ფაზის დასასრულებლად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი და მისი დასრულება 2018 წლამდე არ მოესწრება.
”თუ ჩვენ 2018 წელს შეგვეძლება დამატებითი გაზი მივიღოთ, ჩვენ არ დაგვჭირდება მისი შესყიდვა ”გაზპრომისგან”. თუმცა იმ 10 %-ს , რომელსაც ვიღებთ სომხეტში გაზის ტრანზიტისთვის, მომავალშიც აუცილებლად მივიღებთ. თუმცა, გამიჭირდება იმაზე საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წლისთვის ამ პროექტის დასრულება, ” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა,
ამავე საკითხს გამოეხმაურა ენერგოქარტიის გენერალური მდივანი, ურბან რუსნაკი. ”ამგვარი პროექტების დასრულების პროგნოზირება რთულია. როგორც წესი მსგავსი პროექტები დროში იწელება, ვიდრე ვადაზე ადრე სრულდება. თუ მოხმრხდა მშენებლობის დროულად დასრულება, ძალიან კარგი ეკონომიკური ბიძგი იქნება საქართველოსა და აზრებაიჯანისთვის”, – განმარტა ურბან რუსნაკმა.
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის (შაჰ-დენიზის მილსადენი) მეორე ფაზის დასრულების თარიღად 2019-2020 წლები სახელდება.
