ამერიკას მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გული სწყდება. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საქართველომ ვენეციის კომისიის, ევროკავშირისა და ეუთოს რეკომენდაციები სრულად და ადეკვატურად არ გაითვალისწინა, რაც მისი თქმით, გულდასაწყვეტია.
როს უილსონი აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლების ნაბიჯები არასწორად მიაჩნია და იმედს იტოვებს, რომ რეკომენდაციებს მომავალში მაინც მიაქცევენ ყურადღებას.
“აუცილებელია, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, პარლამენტმა ამ პროცესში თავისი კრიტიკული როლი შეასრულოს და უზენაეს სასამართლოში ის მოსამართლეები მივიღოთ, ვისაც საჯარო და მაღალი ნდობა ექნება “, – განაცხადა უილსონმა.