LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა

davit-zalkaliani3-1511257950-1511264029

ქართულმა მხარემ  ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი ხუან გუიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელის მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაძლიერებთ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალებს, რათა მივაღწიო ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენას,“ – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g