LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს 180 00-ზე მეტი აქტიური მეზღვაური ჰყავს, რომელთაც უკვე 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება“ – 25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა

137
ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მათი პროფესიული – მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბათუმში მიულოცა და ღირსეული და მაღალპროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის დროს, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დარგის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი მეზღვაურების დიდ როლზე ისაუბრა და მთავარი აქცენტი მთავრობის მიერ საზღვაო სექტორში გაწეულ სამუშაოსა და მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა:

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რაშიც უდიდესია ქართველი მეზღვაურების როლი.

„მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი, მათი კონტრიბუცია ქართულ ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება – საქართველოს 18000-ზე მეტი აქტიური მეზღვაური ჰყავს, რომელთაც უკვე 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება.

2024 წლის კამპანია ეძღვნება მეზღვაურთა წვლილს საზღვაო სექტორის მეტად უსაფრთხო სამუშაო ადგილად ფორმირების საქმეში“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g