LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას, შესაძლოა, მალე იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

65
ლლ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, რაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება იქნება და საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ 2012-2021 წლებში, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად – 293 476 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის, 798 287 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. შემუშავებული გეგმის თანახმად, 2030 წლამდე, დაცული ტერიტორიების ფართობის 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება და ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g