საქართველოს ხუთი ეროვნული პარკი 2020 წლის, World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზეა ნომინირებული! ნომინაციაში “საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020” წარდგენილნი არიან:
☑ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
☑ კოლხეთის ეროვნული პარკი
☑ ლაგოდეხის ეროვნული პარკი
☑ მტირალას ეროვნული პარკი
☑ ყაზბეგის ეროვნული პარკი
World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც ემსახურება აღნიშნული სექტორის პოპულარიზაციასა და რეგიონების საუკეთესო ტურისტული მიმართულებების გამოვლენას
თქვენი რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards-ის ოფიციალურ საიტზე 2 მარტიდან 10 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი, გამარჯვებული კი 20 ივნისს გამოვლინდება.
მხარი დაუჭირეთ რჩეულ პარკს და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი!
ხმის მიცემის შესახებ იხილეთ ვიდეო: http://bit.ly/38PjTkM
ან მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2wXkN1m