LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ადგილი იყო და არის ევროპაში, ვინ გადაუხვევს და ვის მოუსრიალდება ამასაც დრო გვანახებს“ – ნოე სულაბერიძე

354
Untitled design

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე Facebook-ზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „საქართველოს ადგილი იყო და არის ევროპაში“.

„🇬🇪🇪🇺 მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ უკან გამოხედვის არასდროს შემრცხვეს, მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობა ევროპულ მიზანს ემსახურებოდა და სულ ასე იქნება, ახლაც კი, შუაგულ ევროპიდან ვწერ ამ სტატუსს.

ბულინგის ქვეშ მყოფი კოლეგის დაცვა, თუ არის თავდასხმის საფუძველი, მაშინ სად არის გამოხატვის თავისუფლება? ზოგადად, 2007 წლის მერე იმედმა ბევრ რამეს გაუძლო და კიდევაც გაუძლებს! საქართველოს ადგილი იყო და არის ევროპაში, ვინ გადაუხვევს და ვის მოუსრიალდება ამასაც დრო გვანახებს“, – წერს ნოე სულაბერიძე.

„საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და დღესაც ჩვენი გზა უცვლელია!“ – ბაბი კირკიტაძე

„საქართველოს გზა ევროპაშია! მინდა ჩვენი შვილები გაიზარდონ სუვერენულ, დემოკრატიულ, მშვიდობიან ქვეყანაში!“ – ნინი ბადურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები