LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელსაც რეგიონის ყველა ქვეყანა აღიარებს: ღარიბაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

72
194204418-4026557177435328-3013593719247928633-n

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთში დასრულდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში, შემდგომ თანამშრომლობას.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.

„მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, სავაჭრო ბრუნვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის,“- თქვა ღარიბაშვილმა ვიზიტის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

magti 5g