საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. აგროწარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს.
B2B აგროფორუმის მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც მოჰყავთ ხილი, კაკლოვანი და დაფნის კულტურები, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
ფორუმს აგრეთვე დაესწრებიან საკონსულტაციო კომპანიები EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.
შეხვედრაზე მეწარმეებს ექნებათ გამოყოფილი სივრცე და შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.
ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება:
- პრეზენტაციები;
- პანელური დისკუსიები;
- საინფორმაციო შეხვედრები.
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში აგროწარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული ღონისძიების მიზანსაც მეწარმეებისთვის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აგროექსპერტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აგრარული საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა
B2B აგროფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ერთად ხორციელდება. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.
B2B აგროფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, სულ 50 მეწარმე შეირჩევა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
(R)