LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი რუსებს ანგარიშის გასახსნელად 5 პირობას უყენებს

1810
A2A8694

საქართველოს ბანკი რუსებს ანგარიშის გასახსნელად 5 პირობას უყენებს. ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ პირობების ჩამონათვალი უკვე გამოჩნდა. რუსეთის მოქალაქეებმა დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს განხილვას საქართველოს ბანკი, დაიწყებს თუ არა მათთან თანამშრომლობას.

5 პირობას შორის უმთავრესი იმის აღიარებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია და 2008 წელს საქართველოში, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინაში შეიჭრა. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა დაგმონ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, უნდა აღიარონ რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ბანკში განუმარტეს, აბსოლუტურად ყველას, ვინც ამ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა, ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრეს.

პირობების სია კი სრულად ასეთია:

◾ ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
◾ ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014-სა და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა;
◾ ვეთანხმები და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
◾ ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და ხელს შევუშლი მის გავრცელებას;
◾ ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას.

დღეს საქართველოს რეესტრში ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციაზე რუსეთის მოქალაქეების უამრავი განცხადება შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები