LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ პროექტის ნაწილი გაიხსნა

173
236073503

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერითაქსის თაუერსისცათამბჯენის ერთერთმა მიმართულება – სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბი“ იქნება.

დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა,  რომელიც სიმაღლეში 147 მეტრია, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკმა აღნიშნული პრექტისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო.  

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. „აქსისი“ გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით  ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა,  მხარი დავუჭიროთ ასეთი პროექტის განვითარებას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „აქსისის“  პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსის“ მშენებლობა წელს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g