LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის sCoolApps-ს უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს

635
საქართველოს ბანკი

მოზარდები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ადრეულ ასაკში ჰქონდეთ საჭირო საბაზისო ცოდნა, რადგან  ფინანსური განათლება  მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია.

sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს  ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი – დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები.

sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს:

ფინანსური ოპერაციები

თანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან – ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია.

ყულაბა

მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან. დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის.

მეგობრის მოწვევა

აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება  მეგობრებთან შეუძლია.  მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა).

შეთავაზებების სივრცე

სასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი კვების ობიექტზე ბარათის პოს ტერმინალზე გატარებაღა რჩება.

და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანია

გარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში 3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის  1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.)

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g