LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი გამართა

401
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორქშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

ორდღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ.

„ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. გაყიდვები ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ამ და სხვა მოთხოვნადი საკითხების შესახებ მეწარმეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია. სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი ღონისძიებების ციკლს და ამჯერად მათ ბათუმში შევხვდით. ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ცოდნის გაზიარების გზით კი ჩვენ ხელს ვუწყობთ უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის გაძლიერებას“, – აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g