„საქართველოს ბანკი“ მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნას“ ბანკიდან აცნობეს, ვინც მარტის თვეში ანგარიშს საქართველოს ბანკში გახსნის, ანგარიშის გახსნის საკომისიოს არ გადაიხდის. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ბიზნესბარათით- „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.
მენეჯმენტის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკმა“ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.
მარტის ქალების თვედ გამოცახდებასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი მთელი თვის განმავლობაში სპეციალურად მათთვის საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს განახორციელებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია წარმატებული გამოცდილების და სიახლეების შესახებ.