მთელი ღამის განმავლობაში ბრალდებულები, დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. სწორედ ასე შეძლეს ბრალდებულთა ამოცნობა, – ეს განცხადება „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმის პროკურორმა, ირაკლი გულდედავამ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
პროკურორმა გატაცებულ თანხასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, დაახლოებით, თანხა, რაც ბრალდებულებმა გაიტაცეს არის – 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი.
„ერთ-ერთ დაზარალებულს მას შემდეგ ჩამოაფარეს თავზე მაისური, რაც უკვე ბანკზე თავდასხმისთვის წავიდნენ. მანამდე, მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება. თანხის ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა დაახლოებით 8100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარია წაღებული,“ – განაცხადა პროკურორმა ირაკლი გულდედავამ.