LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბაზარიდან, შესაძლოა, ძვირადღირებული ნაწარმი გაქრეს

103
FT-20.06.24-Masks-Featured-image

საქართველოს ბაზარიდან, შესაძლოა, ძვირადღირებული ნაწარმი საერთოდ გაქრეს. “ძალიან ბევრი პროდუქტი ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. დავარდნილი რეალიზაცია რიგი კომპანიებისთვის არის მომაკვდინებელი და მათ შეიძლება ოპერირებაც ვერ გააგრძელონ. რამდენად მძიმე სურათი იქნება ამას ვნახავთ 2021 წლის ბოლოს”, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს.

მისი თქმით, ბაზარი სადისტრიბუციო კომპანიებს ჯერ არ დაუტოვებიათ, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქციას გაყიდვიდან იღებენ.

,,ჯერჯერობით ბაზარი არ დაუტოვებიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა უკვე მოუწიათ ძვირად ღირებულ ბრენდულ პროდუქტზე უარის თქმა და გაყიდვიდან ამოღება. ჩემგან არ იქნება სწორი ამ კომპანიების დასახელება, თუმცა ეს ინფორმაცია უტყუარად მაქვს. ამონაშთვაზე არიან მესამე-მეოთხე კატეგორიის პროდუქტების, რადგან დაბრუნებაა ძალიან დიდი. დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან მიღება უწევს“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g